ახალი ამბები
ნიქოზში საკრებულოს კომისია გასვლით სხდომას გამართავს
21 დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საკრებულოს კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომისიის წევრები ჩაატარებენ.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის გადაწყვეტილებით, თემატიკის მიხედვით, დაგეგმილია კომისიების სხდომების გამართვა სხვადასხვა სოფელში.

ხვალინდელ სხდომაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები