ახალი ამბები
გორში ხე-ტყის უკანონოდ დამზადებისა და გადამუშავების ოთხი ფაქტი გამოავლინეს
10 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადებისა და გადამუშავების ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ გორის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად უკვე შევიდა.

ოქმების მიხედვით, ორი კომპანია ტყის ფონში უკანონოდ ხე-ტყის პირველად გადამუშავებისთვის, ხოლო ორი ფიზიკური პირი - ლიცენზირების გარეშე ხე-ტყის დამზადებისთვის დააჯარიმეს.

შპს ,,თემოსა" და შპს ,,დავითი 2016"-ს 2 ათას ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამოუწერეს, ფიზიკურ პირებს - 500 ლარიანი ოქმები შეუდგინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები