ახალი ამბები
სტალინი მოკვდა - მსოფლიო პრესის ფურცლებიდან
იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შესახებ სტატია საბჭოთა კავშირის გაზეთებში 6 მარტს გამოქვეყნდა.

,,ბელადის" გარდაცვალება ხალხისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა ინფარქტიც კი, მიიღო.

5 მარტს საბჭოთა ბელადის გარდაცვალების ფაქტი მსოფლიო პრესის ფურცლების მთავარი თემა გახდა.

ჯერ კიდევ, 4 მარტს ,,რასელ დეილი ნიუსში" ქვეყნდება სტატია სათაურით: ,,სტალინი სიკვდილის პირასაა". საბჭოთა დიქტატორი გორში 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.



,,სტალინის სხეული მოსკოვთან წევს, წითელი დიქტატორის ნახვა შესაძლებელია"



,,ბრაზიანი ლიდერი მოკვდა 4 დღის შემდეგ"



,,სტალინი 29-წლიანი მმართველობის შემდეგ მოკვდა. მისი შემცვლელი ჯერ არ გამოცხადებულა. აშშ ფხიზლადაა, ამბობს ეიზენჰაუერი"



,,სპეციალური გამოშვება"



გაზეთი ,,პრავდა" - 6 მარტი

Print

სტატიის გამოყენების პირობები