ახალი ამბები
პატრულმა მანქანას გორიდან ხიდისთავამდე სდია
გუშინ  საღამოს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა თეთრი ფერის ავტომანქანას გორიდან ხიდისთავამდე სდიეს. 

ნისლიან ამინდში დევნა სოფლის ცენტრში დასრულდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, ავტომანქანის მძღოლი ნასვამი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.

,,მაგ მონაკვეთში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. თუ კონკრეტულად, გვეტყვით მანქანის ნომერს, პიროვნებას და ა.შ, შეგვიძლია მაშინ გაგცეთ პასუხი" - გვითხრეს შსს-ს პრეს-სამსახურში.

სოფლის ვიწრო ქუჩაზე, რომელიც მდინარე ტანის ნაპირზე მდებარეობს, სამი ეკიპაჟი იყო მობილიზებული და მოკვლევას აწარმოებდნენ.







Print

სტატიის გამოყენების პირობები