ახალი ამბები
გორის მერიის საახალწლო კონკურსის პირობები
გორის მერია საახალწლო კონკურსის პირობებს აქვეყნებს. მუნიციპალიტეტში საუკეთესოდ მორთული ფასადებისა და ეზოების გამოსავლენად კონკურსი, სახელწოდებით „ყველაზე საახალწლოს“ გამოცხადდა..

პროექტში შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერ მოქალაქე და ორგანიზაცია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 29 დეკემბრის ჩათვლით უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდის - „გორის მუნიციპალიტეტის მერიის“ საკონტაქტო ველში (მესენჯერში) უნდა გამოგზავნონ საახალწლოდ მორთული ფასადებისა და ეზოების ფოტოები საკონტაქტო ინფორმაციასთან (მისამართი და ტელეფონის ნომერი) ერთად.

მერიაში შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრები ადგილზე გაეცნობიან თითოეულ ლოკაციას. პირველი ადგილის მფლობელს 500, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსის მონაწილეს საჩუქრად 300 და 200 ლარი გადაეცემა.

გარდა ამისა, გამოვლინდებიან ნომინაციებში გამარჯვებულებიც. მათ საპრიზო ადგილებზე გასული კონკურსანტების მსგავსად, ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. გამარჯვებული კონკურსანტები 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტის მიმდინარეობისას დაჯილდოვდებიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 74 73 32 - მერი ცერცვაძე; პროექტი გორის მერიის ინიციატივითა და კერძო კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები