ახალი ამბები
საბჭოთა ბელადის დაბადების დღის აღნიშვნა კომუნისტებმა დაასრულეს
კომუნისტური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

გორში საბჭოთა ბელადის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულმა აქციამ სტალინის სახლ-მუზეუმიდან ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლა.

აქციის წევრებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. მათ ძეგლის დადგმა მოითხოვეს და სიმბოლურად ადმინისტრაციული შენობის წინ ბიუსტი დადგეს.

იოსებ სტალინი გორში 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა და საბჭოთა კავშირს 29 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები