ახალი ამბები
ქარელში ავარიისას ეპარქიის ჯიპი დაიმტვრა
ქარელის ცენტრში ორი ჯიპი ერთმანეთს შეეჯახა. ერთი მანქანა ეპარქიის მღვდელთმსახურებს ეკუთვნის.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სასულიერო პირების ჯიპი შარდევანზე ავიდა. შადრევანის გარშემო წრიული მოძრაობაა.

პოლიციამ დამრღვევად მერსედესის მარკის ავტომანქანის მფლობელი ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მოქალაქეს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით შეუდგინეს, რაც 250 ლარით დაჯარიმებას იწვევს.









Print

სტატიის გამოყენების პირობები