ახალი ამბები
შოთიკო ვართუმაშვილის დასახმარებლად ,,დედების ფონდი" განცხადებას ავრცელებს
21-წლის შოთიკო ვართუმაშვილის მდგომარეობის შესახებ ,,დედების ფონდი" განცხადებას ავრცელებს:

,,შოთიკო ვართუმაშვილი ავტოავარიისას თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღო, დაზიანდა ასევე თავის ტვინი და მისი ქერქი. რამდენიმე თვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ ექიმებმა სახლში გაწერეს და ოჯახს ბიჭის გამოკეთების ყველანაირი იმედი გადაუწურეს.

მას შემდეგ თითქმის წელიწადნახევარია ამ მდგომარეობაში იმყოფება და მასზე 79-წლის ბებია და პატარა ძმა ზრუნავენ. შოთიკოს არ შეუძლია დამოუკიდებლად კვება, გადადგილება,საუბარი.

მხოლოდ გისმენს და თვალებით გაგრძნობინებს, რომ ესმის. როგორც ბებია ამბობს, შოთიკოს ხშირად ემართება ნერვული სპაზმი და ამ დროს საჭიროა ტრახეოსტომის სასწრაფო გაწმენდა, რომ სითხემ არ დაახრჩოს.

საჭიროებს ექთნის 24-საათიან მეთვალყურეობას და მედიკამენტებს. ოჯახს უჭირს თანხის მობილიზება და საჭირო წამლებით ავადმყოფის უზრუნველყოფა.

„დედების ფონდმა“ შოთიკო ვართუმაშვილს ორჯერ გაუწია ფინანსური დახმარება. დეკემბრის დასაწყისში ოჯახმა ფონდს კვლავ მიმართა დასახმარებლად, მათ სურთ ბიჭის თურქეთში დიაგნოსტირებაზე გადაყვანა. საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრმა ფონდის დავალებით მოიძია შესაბამისი საავადმყოფო, რომელიც მზადაა მიიღოს ავადმყოფი და ჩაუტაროს შესაბამისი გამოკვლევა საბოლოო დიაგნოზის დასასმელად.

საავადმყოფოდან მოსული ინვოისის საფუძველზე დიაგნოსტირებისთვის საჭიროა 5000$.

ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სპეციალურად აღჭურვილი რეანომობილით და მისი ღირებულება 4500₾(+4500₾ დასაბრუნებელი).

დედების ფონდი“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას იბრძოლოს შოთიკოს მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და მოუწოდებს საზოგადოებას გაიღონ მცირედი,რათა დროულად მოხდეს ბენეფიციარის დაფინანსება.

ვიმედოვნებთ,შოთიკოს ამბავი გულგრილს არავის დატოვებს და დავეხმარებით მის ბებიას,გააკეთოს მაქსიმუმი და იბრძოლოს ბიჭის გამოჯანმრთელებისთვის.
შოთიკოს დასახმარებლად გახსნილია ანგარიში „დედების ფონდში“:

იხილეთ www.pondi.ge
დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან..
Print

სტატიის გამოყენების პირობები