ახალი ამბები
გორის თეატრში სამდღიანი ახალი საპრემიერო ჩვენება გაიმართება
მაყურებელს გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი, კვლავ, პრემიერას სთავაზობს.

22-23 და 24 დეკემბერს სლავომირ მროჟეკის პიესას ,,ღია ზღვაში" დასი, ლაშა შეროზიას რეჟისორობით, წარადგენს. წარმოდგენა თეატრის მე-3 სივრცის, ექსპერიმენტული სპექტაკლების რიგს განეკუთვნება.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, რეჟისორი პიესას პირველად დგამს საქართველოში და სპექტაკლი მუსიკალურად თავადე გააფორმა.

"ღია ზღვაში" არის აბსურდის კომედია. თემა მარადი ღირებულებებია ალოგიკური გადაწყვეტით. ხოლო მთავარი კითხვა: - რა არის თავისუფლება, სად ვეძებოთ ის და რატომ. აქ ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან და ჭამენ ერთმანეთს, პირდაპირი გაგებითაც კი" - ასეთია მოკლე ანოტაცია მისი.

საპრემიერო ჩვენება 22-23 და 24 დეკემბერს საღამოს 8 საათზე გაიმართება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები