ახალი ამბები
გორის მერია რეგფონდს 20 ქუჩის სარეაბილიტაციოდ 7 მლნ ლარს სთხოვს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რეგიონალური განვითარების ფონდით შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა დაამტკიცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

გორის მერის მიერ წარდგენილი დოკუმენტი საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მოიწონა.

ჯამურად, სამუშაოების ღირებულება 10 მლნ 600 000 ლარს შეადგენს, აქედან, სახელმწიფო ფონდი 7 მლნ ლარს გაიღებს. დანარჩენს - ადგილობრივი ბიუჯეტი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიწოდებული დოკუმენტის მიხედვით, 20 ქუჩიდან 12 ქალაქ გორის ტერიტორიას ეკუთვნის, დანარჩენი - სოფლებს. იმ ადგილებზე, სადაც გზას მოასფალტება არ ჭირდება, სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდება.

სამუშაოები გაწერილია კვარტლების მიხედვით.





Print

სტატიის გამოყენების პირობები