ახალი ამბები
დევნილთა ბინების საკითხზე კომისიის მუშაობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ქალაქ გორის ადმინისტრაციულ შენობაში, დევნილთათვის ახალი ბინების განაწილების საკითხზე, კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. შენობის ფოიეში უამრავი ადამიანი თავის რიგს ელოდება.

არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი სიის მიღმა აღმოჩნდნენ. ნაწილს გასაუბრების თაობაზე, შეტყობინება მიუვიდა, ნაწილს - არა.

შეგახსენებთ, გორში, კომბინატის დასახლებაში დევნილებისთვის კორპუსები აშენდა. ბინები 480 დევნილი ოჯახისთვისაა განკუთვნილი, თუმცა განაცხადი 1216 ოჯახს აქვს დაწერილი.



საქართველოს დევნილთა სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები  ოჯახის გადამოწმებას აგრძელებენ.

,,მონიტორინგის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, მიმდინარეობს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა, სადაც განიხილება იმ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი, რომლებსაც განაცხადები შევსებული აქვთ ქ. გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ობიექტზე.“- აცხადებენ სამინისტროს წარმომადგენლები.

პროტესტის ნიშნად, ფოიეში ვიტალი გამხუაშვილმა, რომლის მეუღლე აფხაზეთიდან დევნილია, ვენები გადაიჭრა.





დაშავებული მამაკაცის ფოტოს ავტორი - ია თინიკაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები