ახალი ამბები
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი საანგარიშო შეხვედრას სურამში გამართავს
26 დეკემბერს, სურამში, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, სიმონ ნოზაძე საანგარიშო შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან (NDI) აცნობეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრა 13:00 საათზე სურამის კულტურის ცენტრში (მისამართი: სურამი, კოსტავას ქ. N.2) ჩატარდება.

,,შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატი დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნობს საკუთარ საქმიანობას საქართველოს პარლამენტში და ისაუბრებს იმ რეფორმებსა თუ ინიციატივებზე, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა. მაჟორიტარი საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ბიუროს როლსა და საქმიანობაზე ოლქში, მათ შორის განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე, მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე." - აცხადებს შეხვედრის ორგანიზატორები.

შეხვედრას დაინტერესებული მოქალაქეების გარდა, დაესწრებიან ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა კითხვები დაუსვას დეპუტატს და მიიღოს პასუხები არჩეული თანამდებობის პირისგან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები