ახალი ამბები
მართვის მოწმობის შეცვლის ვადა გახანგრძლივდა
2018 წლის პირველ აპრილამდე იურიდიული ძალა იმ მართვის მოწმობეს შეუნარჩუნდებათ, რომლები 2006 წლის 1 აპრილამდეა გაცემული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს შს სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება, მომსახურების სააგენტოს ოფისებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა სიმრავლის გამო, მიიღეს.

ამჟამად გაცემულია 90 000 -ზე მეტი განახლებული მართვის მოწმობა, თუმცა მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის თანახმად, 2018 წლისთვის შესაცვლელი მართვის მოწმობა კიდევ 94 000-ზე მეტია. ახალი ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებს დამატებით მიეცათ სამ თვიანი ვადა იმისთვის, რომ შეცვალონ 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები