ახალი ამბები
კასპში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალგაზრდა მამაკაცი დღეს კასპში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ფაქტი და გარემოებები, სწორედ, ამ მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა. გარდაცვლილი, 30-წლამდე ასაკის მამაკაცი ახლობლის ბინაში ნახეს.

ის ოთხი დღის წინ გაუჩინარდა და ნათესავები ეძებდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები