დღეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გორში
სტალინის გამზირზე დაზიანებული მილის შეკეთება დაიწყეს. ამ მიზნით,
31-ე კორპუსში და მის მიმდებარე ბინებში წყლის მიწოდება შეწყდა.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, საავარიო სიტუაციის აღმოფხვრა
დროულად მოხდება.
ცენტრალური მილი სამი დღის წინ დაზიანდა. შაბათ-კვირას ადგილზე
შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არ გამოჩენილან. სამუშაოების
დაგვიანების მიზეზად ცუდ ამინდს ასახელებენ.
თავდაპირველად, ჭიდან წყალს ამოტუმბავენ, შემდეგ კი, ლოკალურად მილს
გამოცვლიან.
სტატიის გამოყენების პირობები