ახალი ამბები
ჭალაში მერიისა და გუბერნატორის შენობის დასუფთავება 60 000 ლარი დაჯდება
2018 წელს, ფერაძის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობას 10 დამლაგებელი დაასუფთავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიაში 22 დეკემბერს მიიღეს.

ადმინისტრაციის ცნობით, მერიის თანხით, დასუფთავდება შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაც. ამისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოიყო.

გუბერნატორის პრეს-სამსახურის პირობა იმისა, რომ საკუთარ ტერიტორიებს ორგანიზაციები და კომპანიები თავადვე დაასუფთავებდნენ, ტყუილი აღმოჩნდა.

10 დამლაგებელი იმ კომპანიის თანამშრომელი იქნება, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს. ტენდერი 3 იანვარს ჩატარდება.

კომპანიის ვალდებულებაში შედის ადმინისტრაციული შენობის (მინა), ეზოს ფართის და შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოვლა - დასუფთავება.

შენობის საერთო ფართი - 4 415 კვ.მ. I, II, III, IV,V სართული, სარდაფი;

15 სველი წერტილი (21 ნიჟარა, 21 უნიტაზი, 6 დუშკაბინა);  მიმდებარე ტერიტორია - 3 138 კვ.მ. ეზო, ავტოსადგომი, სკვერი; სახურავზე მდებარე ფართი (კერამოგრანიტი) - 615 კვ.მ. გარე ფასადი საერთო ფართი - 1520 კვ.მ

დამლაგებლის ერთი თვის დარიცხული ხელფასი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 375 ლარს. ინვენტარი და საწმენდი საშუალება (ტილო) სხვადასხვა საშუალებებისთვის (იატაკი, ავეჯი, ორგტექნიკა, შუშა, სამზარეულო, საპირფარეშო) ფერების მიხედვით უნდა იყოს გამიჯნული. დაუშვებელია სველი წერტილის დასასუფთავებლად გამოყენებული საწმენდი საშუალებებით დასუფთავდეს სხვა ფართი.

სველი წერტილების, საპირფარეშოების რეცხვა/დეზინფექცია გენერალური დასუფთავება - არანკლებ 3-ჯერ დღეში.

სამზარეულოს უზრუნველყოფა: ელექტრო მადუღარა/თერმოსით 2 ცალი, ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით (ღრუბელი, ქაფი, ტილო), ხელის დისპენსერი ხელსახოცებით, ნაგვის ურნა ერთჯერადი პარკებით, იქ არსებული ინვენტარის მოვლა/დასუფთავება ჩაიდნების ყოველდღიური რეცხვა ნადების მოცილება.

შენობის მიმდებარე ტერიტორიის დაგვა/დასუფთავება ნაგვის გატანა;

ნაგვის ურნების დაცლა, მათში პოლიეთილენის პარკების მოთავსება და ნაგვის გატანა - ურნები უნდა დაიცალოს ყოველდღიურად და შეიცვალოს პოლიეთილენის ახალი პარკებით.

საპირფარეშოს, სამზარეულოს ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში შეკეთება ახლით შეცვლა.

დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს ისეთი გრაფიკით, რომ ხელი არ შეეშალოს მიმდინარე სამუშაო პროცესს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები