შინაგან საქმეთა სამინისტროს მესტიაში მომხდარ მკვლელობის
ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის
ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან
15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში,
აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე
დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის
საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ. ნ.-ს მუცლის არეში
რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ.
საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად
გარდაიცვალა.
მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები
მიმდინარეობს.
გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე
და 236-ე მუხლებით.
სტატიის გამოყენების პირობები