ახალი ამბები
კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში ღონისძიება პატრიარქის აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავს მიუძღვნეს
კასპის ბიბლიოთეკების გაერთიანების საქალაქო ბიბლიოთეკამ თემატურ საღამო - პორტრეტს - "მწყემსი კეთილი" უმასპინძლა. ღონისძიება 25 დეკემბერს გაიმართა და საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II აღსაყდრებიდან მე - 40 წლისთავს და ქართულ საგალობელთა მოამაგეებს, ძმებ კარბელაშვილებს მიეძღვნა.

ღონისძიებას ორგანიზება საქალაქო ბიბლიოთეკის სპეციალისტმა ია ბიძინაშვილმა გაუწია. პატრიარქის ცხოვრებასა და მსახურებაზე ისაუბრა საქალაქო ბიბლიოთეკის სპეციალისტმა რუსუდან აბუაშვილმა.

ქართული საგალობლის მიმოხილვა გააკეთა საქალაქო ბიბლიოთეკის სპეციალისტმა მაია ზერეკიძემ; ძმები კარბელაშვილების ცხოვრება და მოღვაწეობა მიმოიხილა საქალაქო ბიბლიოთეკის სპეციალისტმა მერი ბარჯაძემ; საღამო მიჰყავდა ბიბლიოთეკების გაერთიანების ღონისძიებათა ორგანიზატორს ლია მენაბდიშვილს.

დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ კასპის მოსწავლე - ახალგაზრდობის სკოლის საეკლესიო სიმღერისა და გალობის წრის მოსწავლეები (დირექტორი ლელა პეტრიაშვილი; რეგენტი ლალი კალატოზიშვილი) და საქართველოს კულტურის სამინისტროს ფოლკლორის ცენტრის კასპის სალოტბარო სკოლის ( ლოტბარი ზაზა მენაბდიშვილი; რეგენტი ეკატერინე ყაზარაშვილი) მოსწავლეები.

კასპის მოსწავლე - ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეებმა: თეკლკა ბერიანიძემ, ანანო და თამარ პაიჭაშვილებმა, ანა და მარიამ მურღულმა, პედაგოგ ლალი კალატოზიშვილთან ერთად, შეასრულეს: ,,დღეს საღმრთომან მადლმან" (ბზობის ძლისპირი, ხმა 6); სიმღერა - "ზოგან ირმების ჯოგია"; "ასლანური მრავალჟამიერი".

საქართველოს კულტურის სამინისტროს ფოლკლორის ცენტრის კასპის სალოტბარო სკოლის გუნდმა მოსწავლე - ახალგაზრდობის სკოლის საეკლესიო სიმღერისა და გალობის წრის მოსწავლეებთან ერთად შეასრულეს "ჯვარის მტვირთველი". რის შემდგომ სალოტბარო სკოლის გუნდმა რეგენტთან, ეკატერინე ყაზარაშვილთან, ერთად სტუმრებს "შობა - შოიობა" და "იმერული ალილო" მოასმენინეს. ოვაციების ფონზე მოსწავლე - ახალგაზრდობის სკოლის საეკლესიო სიმღერისა და გალობის წრის მოსწავლეებმა საღამო დაასრულეს პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობელით.

მამა ლევან ჯიქურმა პატარებს სანთლები გადასცა.

კასპის მოსწავლე - ახალგაზრდობის სკოლის დირექტორი ლელა პეტრიაშვილი; მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე და ს ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი თეა ბარნაბიშვილი მადლიერებას გამოხატავს ღონისძიებაში მონაწილე თითოეული ბავშვის მიმართ და იმედოვნებენ, რომ ურთიერთობა მომღერალ გოგო - ბიჭებთან კვლავაც ნაყოფიერად გაგრძელდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები