ახალი ამბები
ცხინვალში კაფე ,,ვინჩენცოს" მფლობელის ავტომანქანა აფეთქდა
ცხინვალში, წუხელ, ავტომანქანა ,,ლენდ კრუიზერ პრადო" აფეთქდა.

ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ის კაფე ,,ვინჩენცოს" მფლობელს, ალბერ ვალიევს ეკუთვნოდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურატურამ ფაქტის ირგვლივ გამოძიება დაიწყო.

მილიცია აფეთქების ვერსიაზე მუშაობს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები