ახალი ამბები
ცხინვალელი ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მისი მანქანა ტექნიკური გაუმართაობის გამო დაიწვა
ცხინვალში ავტომანქანის აფეთქება კრიმინალური ხასიათისაა, ამბობს ავტომანქანის მფლობელი, პოპულარული კაფე "ვინჩენცო" მფლობელი ალბერტ ვალიევი.

მისი ,,ლენდ კურიზერ პრადო" წუხელ გვიან ღამით ცხინვალის ცენტრში აფეთქდა. ინციდენტი ვიდეოზე დააფიქსირეს და სოციალურ ქსელებში ატვირთეს. ამ გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.

"მანქანა იყო გაჩერებული თეატრის შენობის წინ. ამ დროს მე სახლში ბავშვებთან ერთად ვიყავი. მანქანა თანამშრომელს ჰყავდა მიბარებული, რომელიც კაფეში მუშაობს. როდესაც სამუშაოზე წასვლა დავაპირე, მითხრეს, რომ მანქანა დაიწვა." - განაცხადა ვალიევმა.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიები მოისმინა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ავტომანქანა ტექნიკური გაუმართაობის გამო, დაიწვა.

"ყველა ჩემი დოკუმენტი, მათ შორის პასპორტები, დაიწვა მანქანაში," - განაცხადა მან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები