ახალი ამბები
როკის გვირაბის გავლით მოძრაობა აღდგა
დღეს, 4 საათიდან როკის გვირაბის გავლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მანქანებს მიმოსვლა უწყვეტად, სპეციალური ბრძანების გაცემამდე, შეეძლებათ. ამ ეტაპზე რაიმე დამაბრკოლებელ გარემოებას ჯერ ვერ ხადევან.

ამიერკავკასიის მთავარი მაგისტრალი, რომლითაც ცხინვალის რეგიონი რუსეთის ფედერაციას უკავშირდება, 23 დეკემბერს ჩაიკეტა. ძლიერი ნალექისა და ქარბუქის გამო დაზიანდა ელექტროსადენებიც.

ცხინვალში საბავშვო ბაღები დაიკეტა, ხოლო მოსახლეობას დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები