ახალი ამბები
დევნილებს ბინები საზეიმო ვითარებაში გადასცეს
გორში, 8 ახალაშენებულ კორპუსში 445 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადასცეს. განაცხადების რაოდენობა კი, 1000-ზე მეტი იყო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში ის 5 ნგრევადი შენობა დაიხურა.

გორში, სამინისტროს მიერ აშენებულ კორპუსებში სულ 480 ბინაა, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი 445 დევნილ ოჯახს გადაეცა, დარჩენილ 35 სამოთახიან ბინაზე კი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი ცხადდება.

პირველ ეტაპზე, განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილებს შეეძლოთ და სამოთახიანი ბინის მსურველი ყველა ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 1 ქულა მიენიჭათ დაკმაყოფილდა.

,,ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის შემდეგ, შიდა ქართლის რეგიონში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემა გადაიჭრა." - აცხადებს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ბინების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე დაესწრნენ. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები