ახალი ამბები
გორის პატრული მძღოლებს შემოვლითი გზებით სარგებლობას ურჩევს
ჭავჭავაძის გამზირის, გურამიშვილის ქუჩის, ცხინვალის გზატკეცილსა და 26 მაისის სანაპიროზე გადატვირთული მოძრაობაა.

საგზაო მოძრაობას გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ.

წინასაახალწლო დღეებში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი დახლები დაიდგა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმ მძღოლებს, ვისაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა არ ჭირდება, შემოვლითი გზებით სარგებლობას ურჩევენ.






Print

სტატიის გამოყენების პირობები