ახალი ამბები
სოფელ შინდისში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში გარდაცვლილი მამაკაცი ნახეს. შემთხვევა ორი დღის წინ, 28 დეკემბერს მოხდა და საქმეში პოლიცია ჩაერთო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პოლიციელებისთვის გარდაცვალების გარემოებები, სწორედ, 115-ე მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

პარალელურად, კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა ექსპერტიზა დანიშნეს. არაოფიციალური ვერსიით, მამაკაცს საბანკო სფეროში პრობლემები ჰქონდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები