ახალი ამბები
გორის ,,ყველაზე საახალწლოს" კონკურსში 11-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა
დღეს, საღამოს გამართულ საახალწლო კონცერტზე ,,ყველაზე საახალწლოს" გამარჯვებულს დაასახელებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, 11 კონკურსანტიდან გამარჯვებული კომისიამ უკვე გამოავლინა. კონკურსის შედეგებს ღონისძიებაზე გამოაცხადებენ.

კონკური ,,ყველაზე საახალწლო", რომელიც სახლების, ეზოების ან ორგანიზაციების მორთულობას ეხება, 29 დეკემბერს დასრულდა. საკონკურსო კომისიის წევრებმა დეკორაცები ადგილზე დაათვალიერეს.

I, II და III ადგილზე გასულ კონკურსანტებს 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტის მსვლელობისას გორის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად, კონკურის სპონსპორები ფულადი პრიზებით დააჯილდოებენ.

კონკურსის სპონსორები არიან სილამაზის სალონი „გოლდი“ , ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი და სამედიცინო დაწესებულება „მედიქალ ცენტრი“.











Print

სტატიის გამოყენების პირობები