სს „საქართველოს რკინიგზამ“ შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან
დაკავშირებით, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და 2018 წლის
05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლები დანიშნა.
ეს გადაწყვეტილება
მოთხოვნად
მიმართულებებზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად,
მიიღეს.
დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler
Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT).
ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის
მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება
სხვადასხვა კლასის ვაგონები.
აღნიშნულ პერიოდში ქ. ბათუმში ტურისტული ნაკადის მატებასა და
მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით
მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია ,,შტადლერის"
ორსართულიანი მატარებლით.
დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:
სტატიის გამოყენების პირობები