ახალი ამბები
გორში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით სამი ადამიანი დაშავდა
ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენების დროს, სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სასწრაფო სამედიცინო ცენტრისა და ,,გორმედის" საავადმყოფოს წარმომადგენლებმა განუცხადეს.

დაშავებულთაგან ორი ზრდასრული მამაკაცია, ხოლო ერთი, - ხანშიშესული ქალი. ქალბატონს, რომელიც საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, საახალწლო ტექნიკა ხელში აუფეთქდა, რის გამოც, მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა მას მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარება, საკუთარ სახლშივე გაუწიეს.

რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცებს, ერთმა მსუბუქი დამწვრობა თვალზე, ხოლო მეორემ - მარჯვენა ზედა კიდურზე მიიღო. ,,გორმედის" წარმომადგენლის თქმით, ორივე მამაკაცი იმავე ღამეს სახლში გაწერეს.

გასულ, 2017 წლის საახალწლო პერიოდთან შედარებით, ამ ეტაპზე, მოქალაქეები სიფრთხილეს იჩენენ. ქირურგ დავით გასიტაშვილის თქმით, თი წლის წინ, ერთ-ერთმა მოქალაქემ თვალიც კი, დაკარგა. მიმართვიანობაც მეტი იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები