ახალი ამბები
საქგორგაზის დირექტორი: ,,4 ფაქტორი, რამაც გაზის გაძვირება გამოიწვია, არის შემდეგი"
საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადს აპროტესტებენ, ,,საქგორგაზის" დირექტორის კაბინეტში შევიდნენ. მანამდე, დირექტორი მათ არ ხვდებოდა და პრესკონფერენციას ჟურნალისტებთან მართავდა.

დირექტორი გიორგი გრიგოლაშვილი ამბობს, რომ დეკემბრის თვეში, ნოემბრის თვესთან შედარებით, გადასახადის მომატება ოთხმა ფაქტორმა გამოიწვია:

1. ციკლური შემოწმება დაირღვა, რადგან ნაცვლად 22 დეკემბრისა, მრიცხველები შემოწმდა 26 დეკემბერს

2. ამინდი გაუარესდა. კერძოდ, დეკემბერში ტემპერატურა ოთხი გრადუსით დაეცა.

3. შემოწმება ხდება მაღალკვალიფიციური მრიცხველებით, რომელიც ზუსტად აღრიცხავს გახარჯულ აირს. (მისი აზრით, ამჟამად, მაღალტექნოლოგიური მრიცხველებია დაყენებული, ვიდრე ,,იტერა" საქართველოს დროს.)

4. პროტესტს პოლიტიკური სარჩული უდევს.

მოსახლეობა ამ არგუმენტებს არ იზიარებს. აქცია გრძელდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები