,,საქგორგაზის" დირექტორს გიორგი გრიგალაშვილს განუცხადეს, რომ
მოსახლეობას უხარისხო გაზი მიეწოდება.
კერძოდ, მოსახლეობის განცხადებით, წნევის გასაზრდელად და მრიცხველების
დასატვირთად, ბუნებრივი აირის ქსელში ჰაერს უშვებენ. ამის თაობაზე
დირექტორს გაეცინა და მათ უპასუხა, რომ როგორც ფიზიკოსი, ამ
გარემოებას არ იზიარებს.
,,ეს არის სისულელე" - განაცხადა მან. მისი თქმით, დეკემბრის თვეში,
გაზრდილი გადასახადი გამოიწვია ოთხმა ფაქტორმა: 1. ციკლური შემოწმება
დაირღვა, რადგან ნაცვლად 22 დეკემბრისა, მრიცხველები შემოწმდა 26
დეკემბერს 2. ამინდის გაუარესდა კერძოდ, დეკემბერში ტემპერატურა ოთხი
გრადუსით დაეცა. 3. შემოწმება ხდება მაღალკვალიფიციური მრიცხველებით,
რომელიც ზუსტად აღრიცხავს გადასახადს. მისი აზრით, ამჟამად,
მაღალტექნოლოგიური მრიცხველებია დაყენებული, ვიდრე ,,იტერა"
საქართველოს დროს. 4. პროტესტს პოლიტიკური სარჩული უდევს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, მონაცემების კორექტირების მიზნით,
კომპანიას ორდღიანი ვადა მისცეს.


სტატიის გამოყენების პირობები