ახალი ამბები
გორში შეხვედრა სემეკის, სოკარისა და ენერგოომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს
დღეს, 12 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მომხმარებული ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასურის გამო, შეხვედრა დაიწყო.

თბილისიდან სემეკის, სოკარის, ენერგოომბუდსმენისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ. 

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის თქმით, შეხვედრა საქმიანი იქნება და დეტალურად მოხდება საკითხის შესწავლა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 29 დეკემბერს, გორის მოსახლეობას ,,ესემესების"საშუალებით მიუვიდათ შეტყობინება, რომლის მიხედვით, ნოემბრის თვესთან შედარებით, გადასახადი გაორმაგებული და გასამმაგებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები