ახალი ამბები
კასპში ავტოსაგზაო შემთხვევისას 11-წლის გოგონა დაიღუპა
კასპში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11-წლის გოგონა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,გურიანიუსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მარიამ გობრონიძე სტუმრად ბებიასთან იმყოფებოდა. ის ოზურგეთში ცხოვრობდა. მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა.

მომხდარის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სამძიმარი გამოთქვა.

გარდაცვლილი გოგონა მშობლების ერთადერთი შვილი იყო.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, შემთხვევა კასპის შესასვლელში მდინარე ლეხურას სანაპიროზე დაბინდებისას მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები