ახალი ამბები
ახალი წლიდან გორის სათემო რადიო ,,მოზაიკა" განახლებული ეთერით გავიდა
ახალი წლიდან რადიო ტალღა ,,მოზაიკა" განახლებული ეთერით გავიდა. ახალი სეზონიდან საინფორმაციო და მუსიკალურ ბადეს, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული გადაცემები დაემატა.

სათემო რადიოს წარმომადგენლის ცნობით, ,,მოზაიკა"-ს მოსმენა შიდა ქართლში და მის შემოგარენში, ასევე, ცხინვალში მყოფ ადამიანებს FM 97, 8-ზე შეუძლებათ.

“მოზაიკა” არის პირველი სათემო რადიო გორში, რომელსაც 2 წელი, 2017 წლის 24 დეკემბერს შეუსრულდა.

,,ეს პირველი დაბადების დღე იყო, რომელსაც დამშვიდებულები შევხვდით, რადგან ნოემბერში იმ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც რადიოს განვითარების, თქვენთან ურთიერთობის და წინ წასვლის საშუალებას გვაძლევს. დასამალი არ არის, რომ ამ პროექტამდე მარტივად არ მოვსულვართ. ორი პარტნიორი ორგანიზაცია “სტუდია რე” და “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) რომ არა, აქამდე ვერც მოვაღწევდით." - აღნიშნულია რდაქციის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები