ახალი ამბები
გორში ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა მიმდინარეობს
გორში, ამ წუთებში, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა დაიწყო. მოსახლეობას გალობით ქრისტეშობას ამცნობენ.

მსვლელობა პირველ საათზე დაიწყო და მღვდელმსახურებს, სტიქაროსნებს გზადაგზა მოსახლეობა უერთდება.

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა.

დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.













Print

სტატიის გამოყენების პირობები