ახალი ამბები
რესტორან ,,ნაჭარმაგევში" პატრულის თანამშრომელს სცემეს
რესტორან ,,ნაჭარმაგევში" საშობაო სუფრაზე გორის პატრულის თანამშრომელს სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ეტაპზე, იმ პირის დადგენა-დაკავების მიზნით, მუშაობს, რომელმაც სხეულის დაზიანება პოლიციელს მიაყენა.

რესტორან ,,ნაჭარმაგევის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ერთი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ ადამიანის დაშავებაზეა საუბარი, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.

მისი თქმით, დაპირისპირების ფაქტი, ნამდვილად, მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პოლიციელს სხეულზე მძიმე დაზიანებები არ მიუღია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები