ახალი ამბები
აქციის მონაწილეებს გორის მერი ხვდება
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის წინააღმდეგ გამოდიან, გორის მერი კოტე თავზარაშვილი ხვდება.

შეხვედრა გორის მერიის შენობაში ჭალის დასახლებაში იმართება. აქციამ მთავარი მოედნიდან სწორედ იქ გადაინაცვლა.

კოტე თავზარაშვილი განმარტავს, რომ სამართლებრივად კერძო კომპანიის საქმიანობაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ჩარევის უფლება არა აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხის დროულ და სამართლიან გადაწყვეტილების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კონსულტაციებს მართავს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 29 დეკემბერს, გორის მოსახლეობას გახარჯული ბუნებრივი აირის საფასური, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილი ოდენობით დაერიცხა. გადასახდელი თანხა, ნოემბერთან შედარებით, გაორმაგებული და გასამმაგებულია. ამის თაობაზე, სემეკის, ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლები მათ უკვე შეხვდნენ. მოსახლეობის ნაწილმა სემეკში სოკარის წინააღმდეგ განცხადებები უკვე დაწერა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები