ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის დირექტორად ლია კოვზიაშვილი დღეს დაინიშნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მერიამ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, თვითმმართველობის ახალი არჩევნების შემდეგ, ქალაქ გორის და გორის მუნიციპალიტეტის თემი გაერთიანდა. შესაბამისად, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის თემის სკოლამდელი სააღმზრდელობო დაწესებულებათა მართვის სააგენტოები, თვითმმართველობის ახალი არჩევნების შემდეგ, გაუქმდა.

ახალი ააიპის (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი) ჩამოყალიბების შემდეგ, მართვის სააგენტოს დირექტორად ახალი კადრი მოიძებნა. ლია კოვზიაშვილი 2014-2017 წლების მოწვევის საკრებულოს წევრი და, ამავე დროს, სამანდატო-საპროცედურო და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო.

რაც შეეხება ძველ წევრებს, ქალაქ გორის ,,ააიპს' ქეთი დვალიშვილი, ხოლო მუნიციპალიტეტის თემის ,,ააიპს" ნუგზარ ინჯია ხელმძღვანელობდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები