ახალი ამბები
,,სემეკმა" გორის მოსახლეობის განცხადებების შესწავლა დაიწყო
სს „საქორგგაზის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) გორის მოსახლეობის განცხადებების შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ,,სემეკის" პრეს-სამსახურის ავრცელებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კომისიას დაწყებული აქვს თითოეული განცხადების ინდივიდუალური შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდება თუ რამ განაპირობა გაზრდილი გადასახადების აბონენტებზე დარიცხვა.

კომისიაში საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს მიმდინარე წლის 3 იანვრიდან. 5 იანვარს კომისიის წარმომადგენლები ენერგოომბუდსმენთან ერთად იმყოფებოდნენ ქ. გორში და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.

,,კომისია მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, თუ არ ეთანხმებიან ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ განხორციელებულ დარიცხვებს, საკითხის შესწავლის მიზნით, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, კონსულტაციების გავლა შესაძლებელია კომისიის ქოლ-ცენტრში ნომერზე 16 216 და სოციალურ ქსელში არსებულ კომისიის გვერდზე." - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები