ახალი ამბები
სოფელ ზერტთან ევროკავშირის მისია სადამკვირვებლო მოქმედებების ახალ მეთოდს ნერგავს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტთან, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს: კირბალსა და მეჯვრისხევს ემიჯნება, ევროკავშირის მისია სადამკვირვებლო მოქმედებების ახალ მეთოდს ნერგავს.

ამის თაობაზე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს. ერთ-ერთმა მოქალაქემ ფოტო და ვიდეო მასალა მოგვაწოდა, სადაც, სწორედ, ამ ახალი მეთოდის გამოყენების მცდელობაა ასახული.

სოფელ ზერტის მიდამოებთან, მისიის წარმომადგენლებმა ჰაერში ბურთი გაუშვეს, სადაც ვიდეო მონიტორებია დამონტაჟებული.

,,ზერტის არეალში მიმდინარეობს სამუშაოები სადამკვირვებლო ზომების/მოქმედებების იმპლემენტირების თაობაზე," -  აღნიშნეს მისიაში, რომელიც სოფლის წარმომადგენლებს განუცხადეს. 







Print

სტატიის გამოყენების პირობები