ახალი ამბები
შსს-მ კოტ-დ'ივუარის მოქალაქე დააკავა
საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 1987 წელს დაბადებულ ოუმარ სიდიმეს დღეს საკუთარ ქვეყანაში იძულებით გაამგზავრებენ. 

იმის გამო, რომ დაკავების შემდეგ მოქალაქემ 10 დღის ვადაში საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველო, იძულებით მის გამგზავრებას შს სამინისტრო უზრუნველყოფს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები