ახალი ამბები
მოხისის დევნილთა დასახლების ნაწილი წყლით დაიტბორა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში, დევნილთა დასახლების შესასვლელთან კოტეჯები წყლით დაიფარა.

როგორც ადგილობრივები იუწყებიან, ამ დროისათვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან.

ფოტოებს ქარელის საკრებულოს დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ დიასამიძე ავრცელებს.

,,ხელისუფლებიდან რეაგირება არ არის და მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს წყალდიდობასთან ბრძოლა." - ამბობს თამარ დიასამიძე.





Print

სტატიის გამოყენების პირობები