ვითარება გომში - ხაშურის მერს მოსახლეობა დახმარებას სთხოვს
17:55 / 10.01.2018
ხაშურის მერია იანვრის თვეში სტიქიისგან მიყენებული ზიანის
აღმოსაფხვრელად 140 000 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ ხაშურის მერმა
გომელებს დღეს განუცხადა.
საპროტესტო აქცია სოფლის ცენტრალურ, საჩხერესთან დამაკავშირებელი
მაგისტრალზე გაიმართა. ხაშურის მერთან ერთად, სოფელში მაჟორიტარი
დეპუტატი, პარლამენტარი სიმონ ნოზაძეც ჩავიდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სახლებში წყლის შესვლა დაუსუფთავებელი
არხების შედეგია, სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ პრობლემას ზამთრის
პერიოდის ნალექი, წვიმის სახით, წარმოადგენს.
მერის, გიორგი გურასპაშვილის ცნობით, ორდღიანი ნალექის გამო, სოფლები
გომი და სატივე დაზარალდა. ასევე, მასშტაბური ზარალი მიადგა სურამს.
მიმდინარეობს სხვა დასახლებული ტერიტორიების შესწავლაც. მდინარე შოლამ
პრობლემები ქალაქ ხაშურის მოსახლეობის ნაწილსაც მიაყენა.
სტატიის გამოყენების პირობები