ახალი ამბები
ფრანგული კომპანია გორის ცენტრში დრონით კლიპს იღებს
დილიდან, გორის ცენტრალური მოედანი გადაკეტილია. სტალინის გამზირზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, მანქანების გარდა, გადასვლა ქვეითებისთვისაც აკრძალულია.

ამის მიზეზი ფრანგული კომპანიის წარმომადგენლების მიერ წარმოებული გადაღებებია:

,,კლიპს იღებენ, ვერ გეტყვით, ეს სარეკლამოა თუ ჩვეულებრივი გადაღება. მეც არ ვიცი, კონკრეტულად, რას იღებენ," - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის ქართველმა წარმომადგენელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები