ახალი ამბები
ხაშურიდან და სურამიდან სამაშველო სამსახურში 60 გამოძახებაა დაფიქსირებული
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრში შიდა ქართლიდან სტიქიასთან დაკავშირებით 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მესამე დღეა, შიდა ქართლში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან.

ხაშურისა და სურამის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად  სახლები და ეზოები დაიტბორა.

,,მოსახლეობის დასახმარებლად თბილისიდან დამატებით იქნა მობილიზებული ჯგუფები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამდროისთვის დახმარება უკვე 50-მდე ოჯახს აღმოუჩინეს. სამაშველო ოპერაციები შიდა ქართლში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები