ახალი ამბები
ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერბეთში ბიბილოვის ვიზიტი გააპროტესტა
საპროტესტო ნოტა სერბთა რესპუბლიკის მეთაურმა მილორად დოდიკმა 10 იანვარს სარაევოდან მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის ტელევიზია ავრცელებს. საინფორმაციო საშუალების ცნობით, ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სერბეთში, ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი გააპროტესტა.

2018 წლის 7-8 იანვარს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის რესპუბლიკაში ჩავიდა. სერბეთის პრეზიდენტის, მილორად დოდიკის განცხადებით, ბიბილოვი ესტუმრა არა ბოსნია-ჰერცეგოვინას, არამედ სერბეთს.

,,მე ვიმყოფებო სერბეთის მიწაზე და არა ბოსნია-ჰერცეგოვინაში," - განაცხადა ასევე ანატოლი ბიბილოვმა სერბულ ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამას გარდა, ანატოლი ბიბილოვი სერბეთის ეკლესიის მეთაურსაც შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა კი, საქართველოს საპატრიარქომ გააპროტესტა და სერბეთის ეკლესიის მეთაურისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.

ბოსნია-ჰერცეგოვინა წარმოადგენს ფედერაციას, რომლის შემადგენლობაში შედის სერბეთის რესპუბლიკა და ბრჩკოს ოლქი. სერბეთის რესპუბლიკა რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო ბრჩკოს ოლქი საერთაშორისო ზემოქმედების ქვეშ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები