ახალი ამბები
გორში გასულ წელს 79 ტონა თაფლი მიიღეს
გორის მუნიციპალიტეტში მეფუტკრეებმა გასულ, 2017 წელს, 79 ტონა თაფლი მიიღეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის დარგობრივი კომისიიდან აცნობეს.

კომისიის ხელმძღვანელის, მერაბ მელანაშვილის ცნობით, სოფლის მეურნეობის დარგში, ამ კუთხით, საკმაოდ დიდი წარმატებაა.

,,მუნიციპალიტეტში დიდი პერსპექტივებია მეფუტკრეობის განვითარებისთვის, რადგან მთაშიც და ბარშიც დიდი რაოდენობითაა გამრავლებული ფუტკრისათვის საჭირო ყვავილოვანი მცენარეები." - აცხადებს მერაბ მელანაშვილი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, გორის მუნიციპალიტეტში 2018 წელს თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საწარმოში 800 კგ-მდე პროდუქტს გადაამუშავებენ და ერთგვაროვან თაფლს მიიღებენ, რომელსაც შესაბამისი სასაწყობე ინფრასტრუქტურა ექნება.

ჯერჯერობით, უცნობია ახალი საწარმოს ადგილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები