ახალი ამბები
ცხინვალის მედიის ცნობით, მილიციამ უკანონო საბრძოლო იარაღები აღმოაჩინა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოსახლეობაში არსებული და არარეგისტირებული იარაღების ამოღების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცხინვალის სააგენტოების ცნობით, ოჯახებში უკანონო იარაღის რაოდენობა კვლავ დიდია, რომელიც 1990-იან და 2008 წლის აგვისტოს ომების შემდეგ სახლებში დარჩა. დე-ფაქტო რესპულიკის შს სამინისტროს წარმომადგენლის, ახსარ ლავოევის განცხადებით, არარეგისტრირებული იარაღი კრიმინალურ შემთხვევებს ზრდის

ლავოევი ამბობს, რომ უკანონო იარაღის ამოღებასთან ერთად, გამოავლინეს ასევე ნარკოდანაშაულებიც. ცხინვალელ ჟურნალისტებს მილიციის წარმომადგენელმა კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები