ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის
შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების
ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი
მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, ქვემო
ქართლში არსებულ სავაჭრო ობიექტში ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო
მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, ყალბი 100-დოლარიანი და 100
თურქული ლირის ნომინალის კუპიურა გაასაღეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 700
ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი და 50-ლარიანი კუპიურები, 9 600 აშშ
დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები და 48 800 ყალბი
თურქული ლირა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე
მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
სტატიის გამოყენების პირობები