ახალი ამბები
რა მოსავალი მოვიდა გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტში
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2017 წელს, 51 400 ტონა პომიდორი და 24 440 ტონა კომბოსტო მოვიდა. ამის შესახებ მონაცემები სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა შეაგროვეს.

გორის მუნიციპალიტეტისა საკრებულოს სოფლის მეურნეობის დარგობრივი კომისიამ მიღებული შედეგები შეაჯამა. კომისიის თავმჯდომარის, მერაბ მელანაშვილის განცხადებით, მოსავალი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა გაზაფხულის ყინვები (-4 - 6С ) და ზაფხულის ხანგრძლივი გვალვები.

გარდა ამისა, მიღებულია:

1280 ტონა კიტრი
1060 წიწაკა,
1420 ტ სტაფილო,
3190 ტ. სუფრის ჭარხალი,
9660 ტონა ხახვი,
850 ტონა ნიორი

მუნიციპალიტეტში საგზაფხულო თესვის პროგრამით დაითესა და დაირგო საგაზაფხულო კულტურები 13 960 ჰექტარზე, მათ შორის:

სიმინდი 2800 ჰექტარი,
ლობიო 1850 ჰა,
კარტოფოლი 810 ჰა,
პამიდორი 2270 ჰა,
კიტრი 110 ჰა,
წიწაკა 180 ჰა,
სტაფილო 120 ჰა,
სუფრის ჭარხალი 140 ჰა,
კომბოსტო 700 ჰა,
ხახვი 690 ჰა,
ნიორი 139 ჰა,

გარდა ამისა 2016 წლის შემოდგომაზე დაითესა 2020 ჰა საშემოდგომო ხორბალი, 900 ჰა, საშემოდგომო ქერი და სხვა კულტურები.

,,როგორც ავღნიშნეთ მეხილეობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ძირითადი დარგია, ბაღების ფართობს 13 747 ჰა უკავია. მ. შ. თესლოვანის ფართობია 10 714 ჰა, კურკოვანის 2987, უნდა აღინიშნოს რომ წინა წლებში 110-120 ათასი ტონა თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოსავალი მოდიოდა მუნიციპალიტეტში, ძლიერი ყინვების შედეგად სკრის, ძევერის, კარალეთის, ბერბბუკის, შინდისის ,ვარიანის მოსახლეობა თითმის ხილის გარეშე დარჩა, მიუხედავად ამისა 2017 წელს მიღებულია 29250 ტ. თესლოვანი და 6736 ტ, კურკოვანი ხილი." - აღნიშნავს მელანაშვილი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები