ახალი ამბები
არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს
ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მილიციის წარმომადგენლების მტკიცებით, მას თანასოფლელმა ესროლა.

მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილი კლუბის შენობაში მეორე სართულზე იმყოფებოდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუდაევს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე არაა ცნობილი.

მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლების ძალოვნებმა დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დე-ფაქტო რესპუბლიკას გადასცეს.

დღეს დილით დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყებოდა, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო იარაღის ამოღების ღონისძიებები ტარდებოდა.


მარეკ დუდაევის ყოფილი მეუღლე მკვლელობას შურისძიებას უკავშირებს

დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 32-წლის ვიაჩესლავ კაზიევია
Print

სტატიის გამოყენების პირობები