ახალი ამბები
დეკანოზ კირილეს გორის სამების ეკლესიაში დაკრძალავენ
გორის საკათედრო ტაძრის დეკანოზ კირილეს (ხულორდავა) ყოვლაწმიდა სამების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გორისა და ატენიის ეპარქია ავრცელებს.

ეპარქიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეკანოზ კირილეს (ხულორდავა) 18 იანვარს, 14 საათზე დაკრძალავენ.

დეკანოზი კირილე 64-წლის ასაკში უკურნებელი სენით გარდაიცვალა, დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

დეკანოზი კირილე 1988 წლიდან იყო ანჩისხატის ტაძრის მრევლი. 1990 წლის 8 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II -მ დიაკონად აკურთხა, ხოლო ამავე წლის აგვისტოს, ურბნელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ახვლედიანი) ხელი დაასხა მღვდლად და სამთავისის მაცხოვრის ამაღლების საკათედრო ტაძარში დაადგინა.

1994-2006 წლებში შეთავსებით მსახურობდა ატენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად. 2004 წლის ივლისიდან ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო 2010 წლიდან დღემდე მსახურობდა გორის საკათედრო ტაძარში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები